saqarTvelos xeobebi - focxovis xeoba
ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული, ხეობა შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ სამცხეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ეკუთვნოდა ჯაყელთა ფეოდალურ საგვარეულოს. მოგვიანებით ჯაყელთა განაყოფი შტოს - ბოცოსძეთა სამფლობელო. ფოცხოვის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები იყო ყველისციხე და ჯაყის ციხე. აქვე იყო წურწყაბის საეპისკოპოსო ტაძარი. XVIსაუკუნეებში ფოცხოვი საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა დაიპყრო. შეიქმნა ადმინისტრაციული ერთეული ფოცხოვის ლივა, რომელიც იყოფოდა მზვარისა და ჩრდილის ქვეადმინისტრაციულ ერთეულებად.